15:31 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-29 15:51:38, 1234 ნახვა

სამართალი
შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 5 150 თანამშრომელს, ანაზღაურება 125 ლარით გაეზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 5 150 თანამშრომელს ანაზღაურება 125 ლარით (დარიცხული) გაეზარდა.

შსს-ს ცნობით, დეპარტამენტში ხელფასის მატების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე თანამდებობრივი სარგო იმ თანამშრომლებს გაეზარდათ, რომელთა სახელფასო განაკვეთიც ყველაზე დაბალი იყო. მეორე ეტაპისთვის კი, ანაზღაურება ყველა ქვედანაყოფის თანამშრომელს გაეზრდება.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ბოლო ერთ წელში საკუთარი სახსრების სწორი განკარგვის შედეგად, ხარჯების დაზოგვით და 2019 წლის დეპარტამენტის ბიუჯეტის ოპტიმიზაციით, 5000-ზე მეტ დაცვის პოლიციელს ხელფასი დაახლოებით 20%-ით მოემატა.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ხელფასის ზრდა ბოლო 10 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. 

თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics