|
2019-01-29 13:03:57, 851 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტში ბიზნეს სექტორიც ჩაერთვება
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2020 წელს თბილისის ისტორიულ არეალში ორი მნიშვნელოვანი ქუჩის რეაბილიტაციის დასრულება იგეგმება, - ამის შესახებ მან 2019 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე ისაუბრა. „ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია საკმაოდ მსხვილი პროექტია, რომელიც ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2020 წელს დასრულდება. თქვენ იცით, ჩვენი მიდგომები ძველ თბილისთან დაკავშირებით. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გვაქვს ქალაქში, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია და ამ ყველაფერს მოწესრიგება, რეაბილიტაცია, მოვლა-პატრონობა სჭირდება. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს. ორბელიანის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება, გუდიაშვილის კი - მიმდინარე წლის შემოდგომაზე. ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციაზე 50 000 000 ლარი დაიხარჯება“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ამასთან, კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროექტი შექმნის ახალ ფართებს, რომელიც ბიზნეს სექტორისთვის საინტერესო იქნება. „ფიროსმანის ქუჩაზე განთავსებული ყველა სახლი ძალიან მძიმე და ავარიულ მდგომარეობაშია. პროექტის ფარგლებში, ეს ყველაფერი მოწესრიგდება. მიწისქვეშა კომუნიკაციებით დაწყებული, მთლიანად გვინდა მოვაწესრიგოთ და გამოვასწოროთ არსებული მდგომარეობა. საკმაოდ საინტერესო პროექტია და დარწმუნებული ვარ, აქ ბიზნესიც იქნება ჩართული. უახლოეს მომავალში ამ პროექტს ბიზნეს სექტორსაც წარვუდგენთ, რომ მათი თანამონაწილეობაც იყოს, რადგან ახალი ფართები, რაც შესაძლებელია შეიქმნას ამ პროექტით, ბიზნეს სექტორისთვის საინტერესო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ისტორიულ არეალში განხორციელდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გუდიაშვილი-ფურცელაძის რეაბილიტაცია. სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, გუდიაშვილის ქუჩა საფეხმავლო გზით ქაშვეთის ეკლესიას დაუკავშირდება. აღნიშნული პროექტისთვის 45 000 000 ლარი დაიხარჯება.
(NS)
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)