|
2019-01-28 18:11:15, 1259 ნახვა
საზოგადოება
ჯავახაძე: ჩვენი არჩევანი იყო 2018 წლის დასაწყისიდან დეტალური სტატისტიკა გამოგვექვეყნებინა, ტენდეციები NDI-ს კვლევაშია ასახული
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე NDI-ის კვლევებს ეხმაურება. ნინო ჯავახაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს რეფორმირების პროცესს, სისტემურ განახლებას , რათა პოლიციის მუშაობა კრიმინალთან ბრძოლაში კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს. "ჩვენი სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია კრიმინალის კუთხით არსებული ტენდენციები და საზოგადოების განწყობები. ჩვენი არჩევანი იყო რომ გამოგვექვეყნებინა დეტალური სტატისტიკა 2018 წლის დასაწყისიდან. ტენდენციები გარკვეულწილად ასახულია იმ კვლევაშიც, რომელიც NDI- მ დღეს გამოაქვეყნა. მნიშვნელოვანია, რომ არის პოზიტიური ტენდენციები. ძირითადად, მოსახლეობის და გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიციის საქმიანობას აფასებს დადებითად", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI-მ და CRRC–საქართველო მედია-მ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი დღეს წარმოადგინა. კვლევა ასევე ეხება კრიმინალისა და პოლიციის მიმართ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს. NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლორა თორნტონის განცხადებით, კვლევაში პოლიციის საქმიანობის შეფასება ცალსახად პოზიტიურია. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ პოლიციის საქმიანობას გამოკითხულთა 67% დადებითად აფასებს, ხოლო უარყოფითად მხოლოდ 21 %. NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, რომელსაც შეხება ჰქონია პოლიციასთან, პოლიციის რეაგირებით კმაყოფილია. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი შინაგან საქმეთა სამინისტროს (გიორგი გახარიას) საქმიანობას ძალიან კარგად და კარგად აფასებს (47%). აღსანიშნავია, რომ მათთვის და მათი ოჯახებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დასახელებულ საკითხებს შორის, კრიმინალი მე-11 ადგილზეა და წინ უსწრებს ისეთი საკითხები როგორიცაა, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა, სამუშაო ადგილები , ფასების ზრდა, ხელფასები, პენსიები , განათლება, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება , ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა.
(NS)
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)