06:30 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-28 15:05:08, 1207 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში გარემოვაჭრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა - დაკავებულია 1 პირი [ვიდეო]

ბათუმის მერიასთან, სადაც გარემოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს, დაპისპირება მოხდა.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში შეჭრა და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს. მოქალაქეებსა და სამართალდამცეველებს შორის დაპირისპირებისას, პოლიციამ აქციის მონაწილე ქალი დააკავა. 

აქციის მონაწილეებს ბათუმის მერთან შეხვედრა და წერეთლის ქუჩაზე ვაჭრობის ნებართვის მიღება სურთ. გარემოვაჭრეების თქმით, ბათუმის მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ტერიტორიაზე მუშაობა მიუღებელია. 

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროშ განუცხადეს, მოქალაქე ადმინისტრაციულად, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

ვიდეო : იმედი









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics