|
2015-06-17 09:59:59, 364 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დღეს ბულგარეთის პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი ეწვევა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ბულგარელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები გაიმართება. პრეზიდენტის აპირველი პირები მედიისთვის პრესკონფერენციასაც გამართავენ. ბულგარეთის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი და როსენ პლევნელიევი თბილისში 13-14 ივნისის სტიქიის ადგილსაც მოინახულებენ და დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ. ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება. ბულგარეთის პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი, ხვალ აჭარაში დასრულდება. როსენ პლევნელიევი ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მიიღებს მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)