|
2015-06-17 09:41:30, 368 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მოდით, შევახსენოთ ყველას, რომ გაუტეხელი ხალხი ვართ
„ მოდით, შევახსენოთ ყველას, რომ ვართ ერთმანეთის გვერდით მდგომი და გაუტეხელი ხალხი“, – ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებს და მათ პოლიციელების, მაშველებისა და მოქალაქეების საგმირო ისტორიების გაშუქება სთხოვა, რომელთაც სამოქალაქო თავდადების მაგალითი აჩვენეს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საზოგადოება ამ დღეების განმავლობაში არაერთი საგმირო საქმის მოწმე გახდა და ეს არის ისტორიები, რომლებზეც მომავალი თაობები უნდა აღიზარდონ. „უამრავი ასეთი ისტორია მოვისმინე. მოქალაქეები სთავაზობდნენ დაზარალებულებს ბინებს, ერთმა მოქალაქემ ავეჯის უფასოდ დამზადება შესთავაზა მათ. ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდა კაცი, რომელიც საჭმელს უმზადებდა მოხალისეებს და პიცერიის მეპატრონე, რომელმაც 20 პიცა მიიტანა სტიქიის ზონაში. დაგვეღუპა მაშველი, რომელმაც გადაარჩინა სხვისი სიცოცხლე და საკუთარი თავი გასწირა. ეს მაშველი არის გმირი და მისი გმირობა სახელმწიფოსგან სათანადო დაფასებას საჭიროებს. მის ოჯახს, კანონის შესაბამისად, 100 000 ლარის ფულადი დახმარება გადაეცემა. აი, ასეთ ადამიანებზე უნდა გავაკეთოს სიუჟეტები და დავბეჭდოთ მათი ისტორიები. ვუთხრათ მოსახლეობას, თუ როგორი გმირები გვყავს,“–აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)