|
2019-01-25 19:26:48, 1297 ნახვა
საზოგადოება
მერის მოადგილე ევროპის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციაში ინგოროყვას კლინიკის გაწევრიანების ცერემონიას დაესწრო
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა 2019 წლიდან ევროპის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის ოფიციალური წევრი გახდა. კლინიკის ოფიციალური გაწევრიანების ცერემონიას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი დაესწრნენ. ღონისძიებაზე ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრმა, რომელიც აღნიშნული სამედიცინო მომსახურების ერთდერთი მიმწოდებელია საქართველოში, დარგის სპეციალისტებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს გასული წლის ანგარიში წარუდგინეს. თბილისის მერის მოადგილემ კი მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, მუშაობას მერია მომავალშიც აქტიურად განაგრძობს. „მინდა, მივულოცო ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკას, რომელიც 2019 წლიდან ევროპის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის ოფიციალური წევრი გახდა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაინგოროყვას კლინიკასთან 2017 წლიდან თანამშრომლობს - იმ პერიოდიდან,როდესაც მუნიციპალიტეტში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამაპირველად დაინერგა. 164 პაციენტია, რომელსაც თბილისის მერია მოემსახურა და ოპერაციადაუფინანსა. აქედან 52 ოპერაცია სწორედ ინგოროყვას კლინიკაში განხორციელდა. ღეროვანი უჯრედების გადანერგვას ამჯერად, ახალი კომპონენტი - ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა დაემატა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. თბილისის მერიამ ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისთვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამა 2015 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებში, ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა და რეაბილიტაცია ფინანსდება. დედაქალაქის ბიუჯეტიდან, ოთხი წლის განმავლობაში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 164 პაციენტი დაფინანსდა. თბილისის მერია მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიას, ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა კვლევებს, უშუალოდ ტრანსპლანტაციასა და მისი შემდგომი პერიოდის მართვასაფინანსებს.დღეისთვის, ერთი პაციენტის მკურნალობის სრული კურსის დაფინანსება 125–დან 235 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს. პროგრამის დაწყების დროისთვის, ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ოპერაცია საქართველოში არ ხორციელდებოდა და პაციენტების დაფინანსება, მათ მიერ არჩეულ უცხოეთის კლინიკებში ხდებოდა. 2017 წლიდან კი, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია საქართველოშიც დაიწყო და თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამაში“ მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი – ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა ჩაერთო, სადაც დღეისთვის, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია წარმატებით ხორციელდება. თბილისის მერიამ ინგოროყვას კლინიკაში, ორი წლის განმავლობაში, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება 52 პაციენტს დაუფინანსა. 2018 წლიდან ტრანსპლანტაციის პროგრამას ღვიძლის გადანერგვის კომპონენტი დაემატა, რომელიც საქართველოში წარმატებით ხორციელდება და დღეისთვის, თბილისის მერიას შვიდი პაციენტი ჰყავს დაფინანსებული. ერთი პაციენტის დასაფინანსებლად, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 60 000 ლარს გამოყოფს.
(NS)
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)