|
2019-01-24 14:57:06, 1016 ნახვა
საზოგადოება
„ვისოლ ჯგუფი“ პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს
„ვისოლ ჯგუფი“ ბიზნესის დივერსიფიკაციას განაგრძობს და პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს. როგორც „ვენდის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი მშვილდაძემ განაცხადა, საწყის ეტაპზე პიცის კუთხეების ინტეგრირება „ვენდის“ ამერიკულ რესტორნებში მოხდება, თუმცა „ვენდის“ პიცის რესტორნები ცალკე მდგომ ქსელადაც განვითარდება. „ჩვენ თითქმის 18 თვის განმავლობაში ვმუშაობდით საქართველოში პიცერიების ქსელის განვითარების პროექტზე. სამომხმარებლო ბაზრის შესაბამისი კვლევების საფუძველზე დავრწუნდით, რომ პიცა ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და პროექტის მაღალი ხარისხით შესრულების შემთხვევაში იდეა წარმატებული იქნება. შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს 2 ამერიკულ ბრენდთან, რომლებიც პიცის სეგმენტში ოპერირებენ. ამასთან, აღნიშნული პროექტის შესახებ, საწყისი ეტაპიდანვე, ასევე პარალელურ რეჟიმში მოლაპარაკებებს ვმართავდით ჩვენს ამერიკელ პარტნიორთან - “ვენდისთან”. „ვენდი“ საქართველოში მყარ პოზიციებს ფლობს, მაღალი ცნობადობით გამოირჩევა და ვფიქრობდით, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში, პიცერიების პროექტის განვითარება „ვენდის“ რესტორნების ფორმატში და „ვენდის“ ბრენდის ქვეშ ეკონომიკურად ყველაზე კარგ შედეგს მოიტანდა. ჩვენ შევქმენით და „ვენდის“ განსახილველად წარვუდგინეთ პიცერიის კონცეფცია, ბრენდის პლატფორმა, კორპორატიული სიმბოლიკა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდა სხვა ბრენდებთან, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, პირველ რიგში, „ვენდი“ დაგვერწმუნებინა ამ პროექტის მიმზიდველობაში. შესაბამისად, ჩვენ ბოლომდე ვაცადეთ მათ და 3 თვის წინ მივიღეთ თანხმობა პროექტის დატესტვის მიზნით პიცერიის კუთხე მოგვეწყო ქალაქ ქუთაისში მდებარე „ვენდის“ რესტორანში. დაგვიდგინეს კონკრეტული მიზნობრივი პარამეტრები და ქუთაისში მათი მიღწევის შემთხვევაში შევთანხმდით, რომ საბოლოოდ მოგვეცემოდა უფლება მოგვეხდინა როგორც „ვენდის“ რესტორნებში „ვენდის“ პიცის კუთხეების ინტეგრირება, ასევე ცალკე მდგარი „ვენდის“ პიცის რესტორნების განვითარება. ქუთაისში პიცის რეალიზაციამ დაგეგმილს 2.6-ჯერ გადააჭარბა, რამაც საბოლოო ჯამში ახალი პროექტის იმპლემენტაციაზე „ვენდის“ თანხმობის მიღების საშუალება მოგვცა“, - განაცხადა გიორგი მშვილდაძემ. „ვენდის“ პიცის რესტორნებში წარმოდგენილი იქნება 5 სახეობის პიცა: პიცა ბეკონატორი, პიცა ოთხი ყველით, მარგარიტა, პეპერონი და ვეგეტერიანული პიცა. გამოყენებული იქნება ექსკლუზიურად იტალიური ინგრედიენტები: იტალიური ფქვილი, მოცარელა, პიცის სოუსი, ყველი პარმეზანი, ყველი გორგონძოლა და სხვა. პიცის ზომა იქნება საშუალო (დიამეტრი - 33 სმ) და ხუთივე პიცის ფასი იქნება იდენტური: 11.4 ლარი, რაც, როგორც ეს საქართველოში პიცის მოყვარულებმა იციან, ამ სახის პროდუქტისთვის დემოკრატიული ფასია. თავად პროდუქტის შესაქმნელად კომპანია საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა იტალიელ კონსულტანტებთან ქ. ნაპოლიდან. ნაპოლი - იტალიური პიცის დაბადების ადგილია. სწორედ იტალიელ კონსულტანტებთან ერთად შეირჩა რესტორნებისთვის პიცის ასორტიმენტი, ინგრედიენტები და დანადგარები. ასევე, იტალიელ ექსპერტებთან ინტენსიური ტრენინგი გაიარეს კომპანიის სპეციალისტებმა, რომლებთან ერთადაც პიცერიების ქსელის განვითარება დაიყო. „ვენდის“ პიცის ხარისხი და გემოვნური თვისებები სრულიად გამორჩეულია და ამაში მომხმარებელი თავადვე ადვილად დარწმუნდება.
(NS)
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)