04:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-24 13:49:12, 4294 ნახვა

საზოგადოება
ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება

ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკა ადამიამ განუცხადა.

როგორც მან განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ პირს წითელას ვაქცინა ჩატარებული არ აქვს, შესაძლოა, მას მოსწავლის ან სტუდენტის სტატუსი შეუჩერდეს.

„21 იანვრის მონაცემებით, საქართველოში წითელას 430 შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია 20-40 წლის ასაკობრივ ჯგუფში. წითელა ძალიან ადვილად გადამდები დაავადებაა, რომელიც სწრაფად ვრცელდება. მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობამ გამოსცა პრევენციული ღინისძიებების შესახებ განკარგულება, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა სტრუქტურას აქვს ვალდებულება, არაიმუნურ პირებში ვაქცინაცია მასობრივად ჩატარდეს. ეს განსაკუთრებით 1-დან 19 წლამდე ასაკის არასრულად ვაქცინირებულ პირებს ეხება. რაც შეეხება 19 წლიდან 40-წლამდე ასაკის პირებს, რომელიც არამყარი იმუნიტეტით გამოირჩევა, ასევე ვალდებული იქნებიან, ჩაიტარონ ვაქცინაცია. იმ შემთხვევაში, თუ აცრის შესახებ დოკუმენტაცია სრულად არ იქნება წარმოდგენილი, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სავალდებულოა გარკვეული სანქციების შემოღებაც. მთავრობის განკარგულება განათლების ყველა საფეხურზე მყოფ პირებს ეხება. თუ არასრულად ვაქცინირებული პირი ერთ დამატებით ვაქცინას არ ჩაიტარებს, განათლების სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებს შესაძლებლობა აქვთ განიხილონ სტატუსის შეჩერების საკითხი. გარდა ამისა, განკარგულების მიხედვით, ყველა საჯარო მოხელეზე საუბარი არ არის, თუმცა შეიარაღებულ ძალებსა და 19 წლის ზემოთ ასაკის პირებზეა საუბარი. აღნიშნულ პირებში აცრის ჩატარება რეკომენდებულია და არა სავალდებულო“, – აღნიშნა ეკა ადამიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics