04:39 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-23 12:11:44, 997 ნახვა

საზოგადოება
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დასაკმაყოფილებლად, ინვესტორებისთვის საკონკურსო პირობა განთავსდება

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, მერიის ვებგვერდზე, დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონში, მე-12 და 25-ე კორპუსების მიმდებარედ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ორ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, საკონკურსო პირობა განთავსდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება, ჩვენს ვებგვერდზე გაეცნოს დედაქალაქის მერიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, კონკურსის პირობებს. დარწმუნებული ვარ, ინტერესი ძალიან დიდი იქნება და  კონკურსი წარმატებით შედგება. ჩვენ საკონკურსო პირობით გამოცხადებული გვაქვს, რომ 50 ოჯახის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს. ვიმედოვნებთ, რომ გამოხატული ინტერესის შედეგად, საკონკურსო პროცესი აღნიშნულ პირობას გააუმჯობესებს და უფრო მეტი ოჯახის დაკმაყოფილებას შევძლებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, დაინტერესებულ კომპანიებს აღნიშნულ წინადადებებზე გაუმჯობესებული პირობების წარმოდგენა ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics