04:39 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-22 19:35:16, 1320 ნახვა

საზოგადოება
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“: ნადირაშვილის ქუჩაზე კუსტარულად დამონტაჟებული მილიდან ბუნებრივი აირი ჟონავდა

თბილისში, შოთა ნადირაშვილის 22-ში, საცხოვრებელ კომპლექს „დირსის“ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი ჟონავდა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებით, კომპანიას გაზის სუნის შესახებ 21B კორპუსის მცხოვრებლებმა შეატყობინეს.

კორპუსი კომპანიის სპეციალისტებმა შეამოწმეს. მათი თქმით, დეტალურად შემოწმდა გაზსადენი, სერვერის საშუალებით შემოწმდა ლიფტისა და საკომუნიკაციო შახტები. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზის გაჟონვა საკომუნიკაციო შახტში სერვერმა დააფიქსირა. უსაფრთხოების მიზნით, გადაეკეტა კორპუსს გაზი. გადაკეტვის შემდეგ კორპუსის მიმდებარედ შემოწმდა საკომუნიკაციო და საკანალიზაციო ჭები, სადაც სერვერმა გაზის კონცენტრაცია არ დააფიქსირა.

როგორც „ყაზტრანსგაზში“ აცხადებენ, კორპუსში ბინები ლაზერული აპარატით შემოწმდა და მესამე სართულის დაკეტილ №8 ბინაში დიდი რაოდენობით გაზის დაგროვება დაფიქსირდა. კომპანიის სპეციალისტებმა ადგილზე გამოიძახეს საპატრულო, სახანძრო და სამაშველო სამსახური.
მათივე თქმით, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ბინაში აივნიდან შეაღწიეს.
როგორც გაირკვა, მილი, საიდანაც ბუნებრივი აირი ჟონავდა, თვითნებურად იყო დამონტაჟებული.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics