12:39 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-22 18:46:06, 2292 ნახვა

ეკონომიკა
Stena Rederi საქართველოდან ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით დაინტერესდა

საზღვაო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Stena Rederi საქართველოდან ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით დაინტერესდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კომპანიიის აღმასრულებელი დირექტორის კარლ ჰაგმანის შეხვედრისას აღინიშნა. 

საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს საზღვაო პოტენციალს და აღინიშნა, რომ მის განვითარებას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს საქართველოში საბორნე გადაზიდვების ორგანიზებით ევროპასა და აზიაში უმსხვილესი ოპერატორი კომპანიის დაინტერესება.

Stena Rederi-ის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, საქართველოს საზღვაოო გადაზიდვების სფეროში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს რასაც ქვეყნის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობაც უწყობს ხელს. 

"მიმაჩნია, რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია იმისა, რომ განვითარდეს შავი ზღვის რეგიონში. მე გახლავართ საზღვაო გადაზიდვების სფეროში მოქმედი კომპანიის წარმომადგენელი და საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან ვიხილავდით შავ ზღვაზე სატრანსპორტო ქსელების განვითარების შესაძლებლობას, გეოგრაფიულად საქართველოს შესანიშნავი პოზიცია აქვს და მიმაჩნია, რომ ქვეყანას ბრწყინვალე მთავრობა ჰყავს", - განაცხადა კარლ ჰაგმანმა მამუკა ბახტაძესთან დავოსში  გამართული შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მონაწილეობდა. 

Stena Rederi საერთაშორისო მასშტაბით საზღვაო გადაზიდვების, მძიმე მრწველობისა და გადამამუშავებელი საწარმოების სფეროში საქმიანობს. კომპანიას, რომლის წლიური შემოსავალი თითქმის 1,5 მილიარდი აშშ დოლარია, 160 ათასი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.  

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics