02:55 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-22 14:51:50, 1197 ნახვა

საზოგადოება
„კონფლიქტი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო“ - დათუნაშვილმა სასამართლოს ჩვენება მისცა

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ადასტურებს, რომ მასსა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძეს შორის დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

როგორც დათუნაშვილმა აღნიშნა, დაპირისპირების მიზეზი ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ერთ-ერთი სპორტსმენის დაბლოკვის ხარჯზე, საკუთარი მოსწავლის დახმარება იყო.

სპორტსმენის თქმით, მან გამოძიებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა.

"ჩემო მოთხოვნა არ არის, რომ ვინმე დააკავონ. უბრალოდ გამოვიდა და ტყუილების თქმა დაიწყო. ხალხმა თვითონ შეაფასოს ეს ყველაფერი. ჩემი მოთხოვნაა, ამ ადამიანმა დატოვოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა, რადგან ამ პოსტის დაკავება მას არ ეკუთვნის. გამოძიებას ვენდობი და იმედი მაქვს, რომ ყველაფერს დროულად გამოიძიებენ", - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, ზურაბ დათუნაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა. 

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ, მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics