14:41 - 06 May, 2026
|
2019-01-22 14:53:40, 1757 ნახვა
სამართალი
შს მინისტრმა და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამომწვევებზე იმსჯელეს
ვიცე პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას დაეთმო. გიორგი გახარიამ ერიკ ჰოგთან შეხვედრისას საოკუპაციო ხაზზე პოლიციის შესაბამისი დანაყოფების ფუნქციონირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის და ე.წ ,,ცხელი ხაზის“ ეფექტიანი ფუქნციონირების მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
(NS)
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)