13:50 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-18 15:38:37, 2894 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი „გაზპრომზე“: მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა - არ ვაპირებთ ჩვენ სატრანზიტო ფუნქციაზე უარის თქმას

„არ ვაპირებთ ჩვენ სატრანზიტო ფუნქციაზე უარის თქმას", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე "გაზპრომთან" ახალი ხელშეკრულების გაფორმებას. 

პრემიერის განცხადებით, ახალ კონტრაქტზე ჯერ მოლაპარაკებები არ გამართულა, თუმცა დასძინა, რომ თუ იქნება სიახლე, ეკონომიკის სამინისტრო საზოგადოებას ამ სიახლეს გააცნობს.

მამუკა ბახტაძე ოპოზიციის ბრალდებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როდესაც ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" იყო, მილსადენის გაყიდვაზე მიდიოდა საუბარი. 

„ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენს სატრანსპორტო ფუნქციაზე უარის თქმას. საქართველო საკმაოდ საკმაოდ მნიშვნელოვან სარგებელს ნახულობს სატრანსპორტო ფუნქციის მხრიდან და ეს იქნება ჩვენი   ინტერესი. რაც შეეხება კონკრეტულ ხელშეკრულებას, თუ ახალი ხელშეკრულება დაფიქსირდება, ბუნებრივია, ეკონომიკის სამინისტრო დეტალურად გააცნობს საზოგადოებას ჩვენი მასმედიის დახმარებით. მოლაპარაკებები დაიწყება მაშინ, როდესაც იქნება ამის კონკრეტული თარიღი, დედლაინი და შეხვედრა დანიშნული. მე ვამბობ იმას, რომ საქართველო აგრძელებს თავისი ტრანზიტული  ფუნქციის შესრულებას და შესაბამისად, იმ სარგებლის მიღებას, რომელიც დაკავშირებულია და ჩადებულია ამ სატრანზიტო ხელშეკრულებაში. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი პასუხი იყოს შინაარსობრივი და ახლაც შინაარსობრივი პასუხი გაგეცით. რაც შეეხება შიშებს და მოლოდინებს, მე შინაარსობრივ კომპონენტზე ვამახვილებ ყურადღებას, თუ გინდათ პოლიტიკურზეც გავამახვილებ. იგივე პოლიტიკური გუნდი საუბრობდა თავის დროზე, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, რომ მილსადენის გაყიდვა იგეგმებოდა. მე ვცდილობ, რომ ჩემი პასუხები იყოს შინაარსობრივი, ისეთი, როგორიც აინტერესებს მოსახლეობას. საქართველო აგრძელებს თავის სატრანზიტო ფუნქციის შესრულებას და შესაბამისად იმ სარგებლის მიღებას, რაც არის დაკავშირებული ამ სატრანზიტო ფუნქციასთან“, - განაცხადა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics