|
2019-01-18 11:20:02, 915 ნახვა
საზოგადოება
HRW: საქართველოში სამართალდამცველების დაუსჯელობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის კვლავ პრობლემად რჩება
ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში არსებულ გამოწვევებზეც არის საუბარი. ანგარიშში ნათქვამია, რომ სამართალდამცველების დაუსჯელობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის კვლავ პრობლემად რჩება. “იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოძიება იწყება, ხშირად იმგვარი ბრალდებების წაყენება ხდება, რაც ნაკლები, არასათანადო სანქციების დაწესებას იწვევს და განაჩენის გამოტანით იშვიათად სრულდება. შესაბამისი უწყებები დაზარალებულებს მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე უარს ეუბნებოდნენ და საგამოძიებო დოკუმენტაციის გადახედვის საშუალებას არ აძლევდნენ. 2018 წლის სექტემბერში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო 149 საჩივარი, რომელიც სიხის პერსონალისა ან პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობას ეხებოდა. ომბუდსმენმა პროკურატურას შუამდგომლობით მიმართა, რომ 8 საქმეზე გამოძიება ჩატარებულიყო, თუმცა არც ერთ შემთხვევაში მოკვლევა არ დაწყებულა. ივლისში პარლამენტმა მხარი დაუჭირა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას. კანონი პროკურორს სამეთვალყურეო როლს ანიჭებს ამ ორგანოს გამოძიებებზე, მათ შორის უფლებას აძლევს, ნებისმიერ საგამოძიებო პროცედურაზე სავალდებულო მითითებები გასცეს ან საგამოძიებო გადაწყვეტილებები შეცვალოს, რაც თავის მხრივ ამ ორგანოს დამოუკიდებლობას ეჭვის ქვეშ აყენებს", - აღნიშნულია ანგარიშში. გარდა ამისა, Human Rights Watch-ს ვრცელი ნაწილი ხორავას ქუჩის საქმეს აქვს დათმობილი. ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ საქმის გამოძიებას ხანგრძლივი საპროტესტო აქციები მოჰყვა და პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. "მოკლული მოზარდების ოჯახები ამბობდნენ, რომ პროკურატურამ მტკიცებულებები განზრახ დაფარა ან გააყალბა. დაიწყო მასობრივი პროტესტი, რის შედეგადაც მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა და პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობას ოპოზიციონერი დეპუტატები შეადგენდნენ. სექტემბერში კომისიიამ დაასკვნა, რომ პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ჩხუბში მონაწილე ორ პირს იცნობს, მტკიცებულებების დამალვაში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, კომისიაში შემავალი მმართველი გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ იყო ყველაფერი იყო გამოწვეული საგამოძიებო სისტემაში არსებული ხარვეზებით", - აცხადებენ ორგანიზაციაში. ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში საუბარი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლულ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესაც შეეხო. "ხელისუფლებამ მაჩალიკაშვილის ოჯახს არ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი, რის გამოც მათ საშუალება არ აქვთ საქმის მასალებს გაეცნონ", - ნათქვამია ანგარიშში. Human Rights Watch ასევე მაისში, თბილისში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციების შესახებ წერს. ნათქვამია, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ამ სპეცოპერაციებს აფასებდნენ, როგორც ძალის დემონსტრირებას, რასაც თბილისის ქუჩებში რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)