|
2019-01-17 17:38:05, 1414 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო
ევროკავშირი საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონ ლარს გადმორიცხავს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის თანხების გადმორიცხვა ადასტურებს 2017 და 2018 წლებში მთავრობის წინსვლას შემდეგ სფეროებში: სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, მართლმსაჯულება, საჯარო სამსახურის რეფორმა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია და ბიზნესის მხარდაჭერა, პოლიტიკა განათლებისა და შრომის ბაზრის მიმართებაში. „ყველა რეფორმის მიზანი წინასწარ არის შეთანხმებული და მათი მიღწევის შეფასება დამოუკიდებელი ანგარიშების საფუძველზე ხდება. ევროკავშირის გადარიცხვები არის გრანტები და მთავრობის მიერ არ უნდა ანაზღაურდეს. ევროკავშირის თანამშრომლობა მთავრობასთან სექტორული რეფორმების განხორციელების კონტრაქტების ფარგლებში საშუალებას აძლევს მთავრობას მიაღწიოს იმ შედეგებს, რაც ჩვენი დაფინანსების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენი წლიური შეფასებები აჩვენებს ამ პროგრამების მიერ მიღწეულ არსებით ზეგავლენას, მაგალითად, გაუმჯობესდა იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა, სურსათისა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობა და ბიზნესის განვითარებისთვის გაზრდილი მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა საქართველოს მოაქლაქეთა ცხოვრებისთვის ხელშესახებ გაუმჯობესებას ქმნის და მე ველოდები, რომ თანამშრომლობა წლების განმავლობაში გაგრძელდება“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)