00:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-17 10:26:33, 940 ნახვა

საზოგადოება
პოლიციამ აფეთქების შედეგად დაზარალებულებს, სახლებში შესვლის და ნივთების გამოტანის უფლება მისცა

პოლიციამ, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს, შემთხვევის ადგილზე, საკუთარ სახლებში შესვლის და პირადი ნივთების გამოტანის უფლება მისცა.

კორპუსის მაცხოვრებლებს ბინებში უსაფრთხოების წესების დაცვით შესვლაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები ეხმარებიან.

შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პერიმეტრზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

ამ ეტაპზე, დაზარალებული მოსახლეობა სრულად უზრუნველყოფილია დროებითი საცხოვრებელი ადგილებით. როგორც ცნობილია, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგომარეობის სრული შემოწმების შემდეგ, მოხდება გადაწყვეტილების მიღება, თუ რამდენად ექვემდებარება ის აღდგენას.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics