|
2019-01-16 16:44:26, 1455 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რათა მოსამართლეები სწორი კრიტერიუმებით შეირჩნენ
„გაიწერება პროცედურა-კრიტერიუმები საკანონმდებლო აქტის დონეზე და ეს იქნება, სავარაუდოდ, ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ", რაც არის იერარქიაში უმაღლესი რანგის მქონე საკანონმდებლო აქტი",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებზე საუბრისას განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის ნებისმიერი ინიციატივის განხილვისთვის. რაც შეეხება პროცედურასა და კრიტერიუმებს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ყველაფერთა დაკავშირებით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს. „ჩვენ ვართ მზად ნებისმიერი ინიციატივის განხილვისთვის. რაც შეეხება პროცედურას, კრიტერიუმს, როგორც მოგეხსენებათ, სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, გაიწერება პროცედურა-კრიტერიუმები საკანონმდებლო აქტის დონეზე და ეს იქნება, სავარაუდოდ, ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ", რაც არის იერარქიაში უმაღლესი რანგის მქონე საკანონმდებლო აქტი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება იმისთვის, რომ სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და ამ მიმართულებით ვართ მზად თანამშრომლობისთვის ყველასთან, მათ შორის, რა თქმა უნდა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, კრიტერიუმებს შორის იყოს, არის თუ არა გასაჩივრებული მოსამართლის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გასაჩივრება მოსამართლის დაბლოკვის საფუძველი ვერ გახდება. „გასაჩივრება, თავისთავად, ბუნებრივია, ვერ გახდება მოსამართლის დაბლოკვის საფუძველი. თუ რაიმე გადაწყვეტილება აქვს მიღებული სტრასბურგის სასამართლოს, ბუნებრივია, კრიტერიუმებს შორის ესეც შეიძლება იყოს. ყველა საკითხისთვის ჩვენ მზად ვართ",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)