|
2019-01-16 15:35:21, 1587 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი უკრაინის ავტოკეფალიაზე: ამ საკითხისადმი დამოკიდებულება ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს ამ საკითხისადმი დამოკიდებულება. რაც შეეხება სახელმწიფოს, მოგეხსენებათ სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი უკრანისი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მიესალმება მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამყარებს უკრაინის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „პირველ რიგში, ეს სწორედ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს ამ საკითხისადმი დამოკიდებულება. რაც შეეხება სახელმწიფოს, მოგეხსენებათ სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში. ჩვენ გვახარებს და მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამყარებს უკრაინის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ არ გვახარებდეს. ეს არის თავშეკავება?! არ ვფიქრობ, რომ თავშეკავებაა, ძალიან მკაფიოდ ვაფიქსირებ. ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით, მთავარი საკითხი უნდა გადაწყდეს ეკლესიისგან. ოფიციალური პოზიციაა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, როდესაც მინისტრი ახმაურებს. მთავრობამ და პრემიერმინისტრმა გააკეთა განცხადება და საგარეო საქმეთა სამინისტრო არის მთავრობის შემადგენელი ნაწილი, როცა პრემიერმინისტრი აკეთებს განცხადებას, ეს არის მთავრობის და ყველას პოზიცია“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)