|
2019-01-15 18:09:31, 1297 ნახვა
საზოგადოება
თბილისში „ქარშეარინგის“ სერვისი ინერგება
კომპანია Aicar-ი თბილისში ე.წ. ქარშეარინგის სერვისის დანერგვას გეგმავს. თბილისის მერია პროექტს მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, ამ მიზნით, პირველ ეტაპზე, დედაქალაქში 300 ელექტრომობილი შემოვა, სერვისის საფასური კი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. „ჩვენ დაგპირდით, რომ 2019 წელი სიახლეებით სავსე იქნებოდა და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ევროპის განვითარებულ ქალაქებს შევუერთდეთ. ყველა ევროპულ ქალაქში არის ე.წ. ქარშეარინგი, ანუ ხდება ავტომობილების გაზიარება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს ავტომობილით, რომელიც ქალაქში სხვადასხვა ადგილასაა გაჩერებული. ამ ავტომობილით სარგებლობა ადამიანს მისთვის სასურველი დროით, გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში შეუძლია. პროექტის განხორციელება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საუბარი გვქონდა სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ერთ-ერთი ბიზნესჯგუფი, რომელიც აღნიშნული პროექტით დაინტერესდა, უახლოეს მომავალში ამასთან დაკავშირებით დიდ პრეზენტაციას წარმოგვიდგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული სერვისი დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. თბილისის მერის განცხადებით, პირველ ეტაპზე, თბილისში სამი მოდელის - Nissan, Renault, Smart ავტომობილები შემოვა; შემოსული 300 ელექტრომობილი, სხვადასხვა ადგილზე განთავსდება, დროთა განმავლობაში კი მათი რაოდენობა გაიზრდება; სერვისით სარგებლობა მომხმარებელს სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეეძლება, რომელსაც საკუთარ ტელეფონში გადმოწერს; აპლიკაციის საშუალებით, ასევე, შესაძლებელი იქნება სასურველი ავტომობილის დაჯავშნა, მისი გაღება და დაძვრა. „რაც მთავარია, ამ ავტომობილების ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ამასთან, სერვისის ფარგლებში, ქალაქში დამონტაჟდება დამტენი მოწყობილობები, მათ შორის, სწრაფი დამტენები, რომლითაც შესაძლებელი იქნება მანქანის დამუხტვა. სარგებლობის შემდეგ, ავტომობილის დატოვება თბილისის მასშტაბით ნებისმიერ პარკინგზე იქნება შესაძლებელი.
(NS)
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)