|
2019-01-15 13:05:46, 1058 ნახვა
საზოგადოება
უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, მოსამართლეების შერჩევის პრინციპთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართეს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ. მათი განმარტებით, მთავარი პრინციპი უნდა იყო შერჩევი პროცესის გამჭვირვალობა. „მთავარი ამ 5 პრინციპში არის ის, რომ იუსტიციის საბჭომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ერთხმად. ანუ, ყველა წევრმა, არა მარტო მოსამართლე წევრებმა და პარლამენტის მიერ დანიშნულმა მოსამართლეებთან ალიანსში მყოფმა წევრებმა მისცენ ხმა მოსამართლე კანდიდატებს. ეს ყველაფერი, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, უნდა იყოს გამჭვირვალედ, ეს პროცესი უნდა ნახოს ყველამ, იქნება ეს ზუგდიდში თუ სიღნაღში და ყველა კვალიფიციურ და კომპეტენტურ იურისტ უნდა ჰქონდეს საშუალება ღია კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი სერიოზულ ყურადღებას მიაქცევს ამ წინადადებებს“, - განაცხადა ანა დოლიძემ. ნაზი ჯანეზაშვილმა ის კრეტერიუმები განსაზღვრა, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, მოსამართლეების არჩევა უფრო ღია და გამჭვირვალე იქნება. „თუკი იქნება ღია კონკურსი, ღია გასაუბრება, რომელიც იქნება ტრანსლირებული კომუნიკაციების სხვადასხვა გზებით, თუკი კი იქნება საერთოდ კონკურსი გამოცხადებული, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ კონკურსი აქამდე არ გამოცხადებულა, და თუკი იქნება ეს 5 პრინციპი საერთო ჯამში მხარდაჭერილი პარლამენტის მიერ, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ის, რომ ისევ მიხეილ ჩინჩალაძე, გვრიტიშვილები და მიქაუტაძეები მოხვდნენ სიაში. საბჭოს გაუჭირდება ასეთ ვითარებაში მიიღოს აშკარად მიკერძოებული გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებას ექნება უფრო მეტი ინფორმაცია, უფრო დასაბუთებული ინფორმაცია, ვიდრე ეს აქამდე ჰქონდა. მერე, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, ვის დაუჭერს მხარს პარლამენტი და ვის არა“, - აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა. 5 საკანონმდებლო წინადადება საკანონმდებლო ორგანოში უკვე შევიდა.
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)