18:18 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-14 13:12:22, 1791 ნახვა

კომენტარი
ბესელია: ჩემთვის გუნდში დარჩენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მოსამართლეთა სიაზე

„ჩემთვის უმრავლესობაში დარჩენის გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უმრავლესობა მოსამართლეთა წარმოდგენილ სიასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თანამოაზრეებთან ერთად ბრძოლას გააგრძელებს, რომ ქვეყანას გამართული მართლმსაჯულება ჰქონდეს.

„მეც და დარწმუნებული ვარ, ჩემი თანამოაზრეებიც, ვაგრძელებთ ბრძოლას, რომელიც დავიწყეთ და ეს არის ჩემთვის მთავარი. მე მთელი სიცოცხლე ვიბრძოდი. მუდმივად ისმის კითხვები, წავალ თუ დავრჩები, ისმის მდაბიო შეფასებები, ვინ ვის გარიცხავს, ეს ყველაფერი არის მეასეხარისხოვანი. ეს უმნიშვნელოა იმასთან შედარებით რაზეც ვსაუბრობთ, პირადად ჩემთვის უმრავლესობაში დარჩენის გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უმრავლესობა ამ სიასთან დაკავშირებით. მე არ ვიქნები იმ უმრავლესობის წევრი, რომელიც ხმას მისცემს იმ მოსამართლეებს, რომლებიც არიან დაკავშირებული სააკაშვილის ძალადობრივ სისტემასთან. მე გავაგრძელებ ბრძოლას თანამოაზრეებთან ერთად იმისთვის, რომ როცა არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ქვეყანას გამართული მართლმსაჯულება დავუტოვოთ“, - განაცხადა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics