|
2019-01-11 12:46:19, 1396 ნახვა
პოლიტიკა
რომან კაკულია: ბესელიამ დააანონსა ყველაფრისთვის ნათელის მოფენა, გუნდიც თავის პოზიციას გამოავლენს
ქალბატონმა ეკამ დააანონსა ყველაფრისთვის ნათელის მოფენა, ალბათ გუნდიც თავის პოზიციას გამოვა, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სიის შესახებ მან საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა. „მოსამართლეებთან დაკავშირებით მე ჩემი პოზიცია საკმაოდ მკაფიოდ დავაფიქსირე რამდენიმეჯერ და ვთვლი, რომ სანამ ახლა არ მივალთ იმ ეტაპამდე, როდესაც იქნება საერთო გადაწყვეტილება და კენჭისყრის თემა არ დადგება თქვენის ნებართვით, ყოველდღიურად ამის გამეორების პროცესში აღარ ვიქნები. რაც შეეხება დაპირისპირებას იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დამფუძნებლები არიან „ქართული ოცნების“ , მე ადამიანი, რომელიც 2016 წელს შემოვუერთდი ამ თემას, მაინც და მაინც დიდი აქტიურობით არ მინდა, რომ გამოვირჩეოდე ამ შეფასებებში. აქაც იმედი მაქვს, რომ ბევრ რამეს მოეფინება ნათელი. ქალბატონმა ეკამ თვითონ ბრძანა, დააანონსა, როგორც ვიცი, ნათელისმოფენა ყველაფრისათვის ორშაბათს. ალბათ გუნდის მხრიდანაც, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც მათსავით სათავეში ედგნენ „ქართული ოცნების“ შექმნის ინსტიტუტს, ისინიც თავის პოზიციას გამოვლენ და ჩვენ ერთად ჩამოვყალიბდებით“, - აღნიშნა რომან კაკაულიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)