|
2019-01-10 20:59:34, 2425 ნახვა
სამართალი
სასწრაფოს მძღოლის ადვოკატი ბრალდებულის ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ ექსპერტიზებს მოითხოვს
ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში მონაწილე სასწრაფოს მძღოლის ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძე ბრალდებულის ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ ექსპერტიზებს მოითხოვს. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი საავადმყოფოში წარუდგინეს. მისივე თქმით, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე და მესამე ნაწილებით წარედგინა, რაც გულისხმობს ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას, ხოლო დანარჩენი ორი პირის სხეულის მძიმე დაზიანებას. "ძნელი წარმოსადგენი არ გახლავთ ის გარემოებაც, რომ ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა აღნიშნული მედპერსონალისა ძალზედ გადატვირთული და მძიმეა. ვამბობ, რომ უნდა ჩატარდეს ფსიქიკური და ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, რომ მომხდარის დროს, რამდენად იყო შესაძლებელი ამ პიროვნებას დაეკარგა გონება ან დაეძინა", - განაცხადა ადვოკატმა. ცნნობისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. სასწრაფო დახმარების ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მშენებარე კორპუსთან მდებარე ფარდულს დაეჯახა, სადაც მუშები იმყოფებოდნენ. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 კი, დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)