|
2019-01-09 16:54:34, 1835 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა: ფაქტია, მამუკა ხაზარაძეს ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა
„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა გამოეხმაურა. როგორც უგულავა facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ბიძინა ივანიშვილი „თიბისი ბანკის“ გენერალურ დირექტორს, მამუკა ხაზარაძე პირადად დაემუქა. „ფაქტია, პროკურატურა დამალობანას თამაშობს და პროსახელისუფლებო მედია საშუალებებით გვამცნობს ამბებს. ფაქტია, მამუკა ხაზარაძეს ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა. ამდენად, კონტექსტი ამძიმებს 2008 წლის საქმის მიმართ სანდოობას. ფაქტია, ამ განცხადებამდე მამუკა ხაზარაძე ცდილობდა ივანიშვილთან ურთიერთობის არაფორმალურად დალაგებას. ფაქტია ეს არ გამოვიდა. ფაქტია, რომ ბიზნესი თავისუფლად არ/აღარ სუნთქავს. ფაქტი არაა, მაგრამ მაინც ფაქტია, რომ პოლიტიკაში ნამატი გვექნება. ფაქტია, (მათ შორის წარსული შეცდომების გათვალისწინებით) „ევროპული საქართველო“ ერთადერთი პარტიაა, ვისაც არსებითად ესმის რა არის ბიზნესის და ეკონომიკის თავისუფლება ქვეყნისთვის. სხვა ყველაფერი ამ ეტაპზე სპეკულაციაა“, - წერს უგულავა. ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)