|
2019-01-09 15:13:37, 1868 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი დაკითხულია - ამ ეტაპზე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი არ არის
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაწყებული გამოძიების გამო, საქმესთან შემხებლობაში მყოფი არც ერთი პირი საქმიანობას განრიდებული არ არის, - ამის შესახებ პროკურატურის წარმოამდგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან განაცხადა, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დაკითხული არიან. ამასთან, მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთილი არ არის. „ხელმძღვანელი პირები ბანკის საქმიანობას განრიდებული არ არის, რადგან ამის საჭიროება არ დამდგარა. ისინი დღესაც ჩვეულებრივ ასრულებენ მოვალეობას. ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური. მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი არ არის გამოკვეთილი. გიდასტურებთ, რომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დაკითხულია. ასევე, დაკითხულია გამოძიებასთან შემხებლობაში მყოფი პირების გარკვეული ნაწილი. დაიკითხება საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი“, - აღნიშნა პროკურატურის წარმოამდგენელი.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)