12:47 - 06 May, 2026
|
2019-01-09 15:11:24, 1834 ნახვა
სამართალი
შსს-მ ჭავჭავაძეზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლი დააკავა
ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის მძღოლი დააკავეს. ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მისი დაკავება სსკ-ის 276-ე მუხლის საფუძველზე მოხდა (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო დახმარების ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მშენებარე კორპუსთან მდებარე ფარდულს დაეჯახა, სადაც მუშები იმყოფებოდნენ. მომხდარის შედეგად, დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2 ექიმი.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)