|
2019-01-08 18:30:12, 1910 ნახვა
სამართალი
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველი დაჭრეს
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულ ინსპექტორი დაჭრეს. როოგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზარხ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 7 იანვარს მომხდარ დაჭრის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პატრულ ინსპექტორი საავადმყოფოში მკურნალობს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების შეფასებით სტაბილურია. სამართალდამცველების მიერ მომხდარ ფაქტზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები“, - აცხადებენ შსს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)