|
2019-01-08 13:01:23, 1871 ნახვა
სამართალი
დ.ღ. ადვოკატებმა შესაძლოა არასრულწლოვნის გათავისუფლება მოითხოვონ
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს პროცესი დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. როგორც დ.ღ-ს უფლებადამცველი, ფრიდონ სიხუაშვილი აცხადებს, არასრულწლოვნისთვის შეფარდებული 6 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა 19 იანვარს იწურება. ამასთან, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დაცვის მხარემ, დ.ღ-ს გათავისუფლება დღესვე მოითხოვოს. „გამორიცხულია, რომ ორ კვირიან ვადაში ჩაეტიოს ბრალდება და შემდეგ ჩვენი მოწმეები არიან კიდევ და ჩვენი მტკიცებულებები არის გამოსაკვლევი, ასე რომ, მოუწევს სასამართლოს შერჩეული აღკვეთის ღონისძიება აუცილებლად შეცვალოს. ეს დღეს მოხდება, 10 -ში, 11- ში თუ შემდგომ სასამართლო პროცესებზე - ეს აუცილებლად მოხდება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პროკურატურას შეგნებულად არ მოჰყავს არასრულწლოვანი მოწმეები, რომ მაქსიმალური 6 თვიან ვადაში საპატიმროში ამყოფოს არასრულწლოვანი. დ. ღ. არის უდანაშაულო და პროკურატურამ საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში, მაშინვე, როცა ის დააკავა და ის განათავსეს საპატიმროში და დღემდე საზოგადოებას ატყუებენ, თითქოს მისი ჩვენებიდან გამომდინარე ვერ დადგა და ვერ აღსრულდა მართლმსაჯულება, რაც არის სრულიად სიცრუე“, - განაცხადა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)