|
2019-01-08 12:46:27, 1552 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია - მოდით ყველა იმ ადამიანმა, ვინც გუნდურობას მასწავლის, თქვას, დაუჭერს თუ არა მხარს მოსამართლეების ამ სიას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია კოლეგებს მმართველი გუნდიდან მოუწოდებს მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსირონ. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, "ქართული ოცნების" წევრებმა ორ მთავარ კითხვას უნდა გასცენ პასუხი - უნდა იყოს თუ არა გაწვეული მოსამართლეების სია პარლამენტიდან და დაუჭერენ თუ არა ისინი მოსამართლეობის დასახელებულ კანდიდატებს მხარს. "რა დავალებით ისაუბრებს კახა კუჭავა, რომელიმე სხვა კოლეგა, ან მდინარაძე გასაგებია, რომ ეს არის იმ ჯგუფის პოზიცია, რომელსაც არ გამოუხატავს თავისი პროტესტი და არ გამოუხატავს თავისი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ამ პროცესის და სიის მიმართ. ამიტომ მოდით ყველამ დააფიქსიროს თავისი პოზიცია, ღიად და საჯაროდ, თუ რას ფიქრობს ამ სიასთან დაკავშირებით. უნდა იყოს თუ არა ეს სია გაწვეული ან დაუჭერენ თუ არა ამ სიას მხარს. მოდით ყველა ის ადამიანი ვინც გუნდურობას მასწავლის და რაღაც ვერსიებს ავითარებს, ჩემს მაგივრად ვიდრე ისაუბრებენ მიზეზებზე, რომელიც მხოლოდ მე ვიცი და არ იციან მათ, უმჯობესი იქნება პირდაპირ კითხოთ დაუჭერენ თუ არა ამ სიას მხარს. ამის შემდეგ გამოჩნდება რა პოზიცია აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს საჯაროდ, ავითარებენ ვერსიას, რომელიც ირაკლი კობახიძემ მოიფიქრა და ეს ცრუ ვერსიაა", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)