|
2019-01-08 12:41:12, 1465 ნახვა
პოლიტიკა
ჭიჭინაძე: თუ კობახიძე სინოდის საკითხებში აპირებს ჩარევას, სჯობს თმების მაგივრად წვერი მოუშვას
„ვფიქრობ ახლების გვერდში დგომა სერიოზული პრობლემა იქნება ივანიშვილისთვის, იმიტომ, რომ ეს ხალხის გვერდში დგომას არ ნიშნავს, როდესაც გაუჭირდა დახმარებისთვის ხალხს მიმართა და არა კობახიძის გუნდს“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანისის“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარეს ვექტორები ერევა. „კობახიძე საერთოდ მე ვფიქრობ საერთოდ ზღვარს გადადის. გუშინწინდელი მისი განცხადება, რომ საპატრიარქოსთან ერთად უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს განიხილავს ეს ადამიანი, მე ვფიქრობ მას საკმაოდ ერევა ვექტორები, სად შეიძლება მისი ჩარევა და სად არ შეიძლება. შესაბამისად თუ უკვე სინოდის საკითხებში აპირებს ჩარევას, სჯობს თმების მაგივრად წვერი მოუშვას ამ ადამიანმა. მე ვფიქრობ ახლების გვერდში დგომა სერიოზული პრობლემა იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის, იმიტომ, რომ ეს ხალხის გვერდში დგომას არ ნიშნავს და მან როდესაც გაუჭირდა პირველი ტურის მერე, დახმარებისთვის ხალხს მიმართა და არა კობახიძის გუნდს. შესაბამისად უნდა დაფიქრდეს ნებისმიერი ადამიანი სიმართლისკენ იყოს თუ უსამართლობისკენ. „ქართული ოცნება“ რაც უფრო მეტ ადამიანს გარიცხავს სიმართლისთვის, მით მალე დაამთავრებს თავის მოღვაწეობას. 2020-ს კი არა 2019-ს ვეღარ გადააგორებენ ესენი“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)