10:03 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-08 12:27:59, 2157 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა იუსტიციის საბჭოსთვის მოსამართლეებბის სიის უკან დაბრუნებას არ აპირებს

საპარლამენტო უმრავლესობა მოსამართლეების სიას იუსტიციის საბჭოს უკან არ დაუბრუნებს, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

როგორც მდინარაძემ განმარტა, პარლამენტი საბჭოს მიერ შემუშავებულ მოსამართლეების სიაზე იმსჯელებს. მისივე შეფასებით, აღნიშნული სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანონის სრული დაცვით შეადგინა და გადაუგზავნა პარლამენტს.

„10-კაციან სიაში პეტრე შეიძლება მისაღები იყოს, პავლე შეიძლება მიუღებელი იყოს. განხილვა, რა თქმა უნდა, დაიწყება ნებისმიერ სიასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში იქნება წარმოდგენილი. ამასობაში ჩვენ თუ შევიმუშავებთ და არის ამაზე საუბარი, დრო ამისთვის ავიღეთ და კიდევ უფრო დეტალიზირება უნდა მოხდეს რაღაც პროცედურის, რაღაც კრიტერიუმის, ეს კი ბატონო, სამსჯელო თემა არის. მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, რაც გვაქვს კონსტიტუციაში, ჩვენ ამ მოცემულობით, კანონის პრობლემა, საკანონმდებლო პრობლემა, ნორმისმიერი პრობლემა, ვთქვათ სიასთან დაკავშირებით არ ყოფილა, ხარვესების გარეშე შემოიტანეს სია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics