2019-01-08 12:25:49, 1154 ნახვა
საზოგადოება
გრიპის ვირუსის გამო, რუსთავის ბაგა-ბაღებში თავისუფალი დასწრებაა გამოცხადებული
გრიპის ვირუსის გამო, 15 იანვრამდე რუსთავის ბაგა-ბაღებში თავისუფალი დასწრებაა გამოცხადებული.
ინფორმაციას ააიპ „რუსთავის საბავშვო ბაგა - ბაღების გაერთიანება“ ავრცელებს:
„თავისუფალი დასწრების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 7 საპატიო გაცდენის უფლებით. იანვრის თვეში თავისუფალი დასწრების გაგრძელების საკითხი დამოკიდებულია ვირუსების გავრცელების დინამიკაზე. დამატებით ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად მოგაწვდით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსის გამო კარანტინია გამოცხადებული. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ კარანტინი გამოცხადდა მცხეთის სამედიცინო ცენტრშიც. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
ავტორი: ,