04:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-05 18:52:43, 1041 ნახვა

რეგიონი
აჭარაში 100 წელი კიდევ ერთ ქალბატონს შეუსრულდა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურში მცხოვრებ ზულეიხ ფუტკარაძეს დღეს 100 წელი შეუსრულდა.  

საუკუნის ქალბატონს იუბილე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ და შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ფრიდონ ფუკრაძემ მიულოცეს.

ზულეიხ ფუტკარაძეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადაეცემა. ზულეიხ ფუტკარაძე დაიბადა 1919 წლის 5 იანვარს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმუშაურში.

„1941წლის გაზაფხულზე დავინიშნე თანასოფლელ ოსმან ფუტკარაძეზე, ქორწილი შემოდგომაზე უნდა გადაგვეხადა, მაგრამ ომის პერიოდი დაემთხვა და ვეღარ შევძელით, უქორწილოდ გავთხოვდი", - იხსენებს უხუცესი.

ჰყავს 6 შვილი, 11 შვილიშვილი, 24 შვილთაშვილი, 9 შვილთაშვილის შვილი. ძირითადად ეწეოდა სოფლისმეურნეობას და მეთამბაქოებას. დაჯილდვებულია სხვადასხვა სიგელებით, ორდენებით. მათ შორის შრომის ვეტერანის ორდენით, ორჯერ დაჯილდოვდა შრომითი მამაცობისთვის. 1964 წელს იყო დეპუტატი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics