|
2019-01-05 13:15:42, 3326 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: შემიძლია საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადა და კონგრესის გვერდის ავლით აშშ-მექსიკის საზღვარზე კედელი ავაშენო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მზად არის ქვეყნის მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ წლებითაც კი, შეაჩეროს, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განმარტა, მას შეუძლია საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და კონგრესის გვერდის ავლით აშშ-მექსიკის საზღვარზე კედელი ააშენოს. "მე შემიძლია ამის გაგეკთება. შემიძლია გამოვაცხადო საგანგებო მდგომარეობა და კედელი ძალიან სწრაფად აშენდება. ძალიან ამაყი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ. ამას ვაკეთებ ქვეყნისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე, რომელიც მან "დემოკრატებთან" შეხვედრის შემდეგ გამართა. მან დასძინა, რომ არცერთ დოკუმენტს მექსიკის საზღვართან კელდლის მშენებლობისთვის საჭირო თანხების გამოყობის გარეშე არ მოაწერს. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ დაფინანსების არარსებობის გამო მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)