|
2018-12-28 17:05:06, 1982 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - ზარდიაშვილმა „ბახალას“ წინაშე, ბოდიში უნდა მოიხადოს
„ბატონმა ვანო ზარდიაშვილმა კეთილი უნდა ინებოს და ბოდიში მოიხადოს, როგორც „ბახალას“ წინაშე, აქვე მისი ოჯახის, მეგობრების, ახლობლების წინაშე“, - ამის შესახებ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ამასთან, იმ ბრალდებაზეც, რაზეც გიორგანაშვილი ამჟამად სასჯელს იხდის, უსაფუძვლოა. „წარდგენილ ბრალდებაში „ბახალა“ გამართლდა. პროკურატურა ედავებოდა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანას ორგანიზებული ჯგუფის მიერ. ამ საქმეში არცერთი მტკიცებულება არ იყო მითითებული, რომელიც დაადასტურებდა გიორგი გიორგანაშვილის რაიმენაირ შემხებლობას წარმოდგენილ ბრალდებასთან, შესაბამისად სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად ლეგიტიმური, კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება. ერთის მხრივ ძალიან სასიხარულოა, რომ ქართულ სასამართლოში დარჩნენ მოსამართლეები, რომლებიც კანონის შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება, წინა საქმეს, იქაც იგივე პოზიცია გვაქვს, რომ გიორგი გიორგანაშვილს არც ის ქმედება აქვს ჩადენილი, რომლის გამოც სასჯელს იხდის დღეის მდგომარეობით, თუმცა ერთი-ორად სასიხარულოა დღევანდელი ფაქტიც, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს დავამტკიცეთ, რომ აღნიშნული ბრალდება იყო უსაფუძვლო და ამგვარ ფაქტებს ადგილი არ ჰქონიათ. მაინტერესებს რას იტყვის ბატონი ვანო ზარდიაშვილი, ის ამბობდა, რომ გიორგი გიორგანაშვილი ნარკოტიკების შემომტანი და გამსაღებელია. ახლა, როგორც პოლიტიკოსმა, პარლამენტის წევრმა და ამ ქვეყნის მოსახლეობის წარმომადგენელმა საკანონმდებლო ორგანოში, კეთილი უნდა ინებოს და ბოდიში მოიხადოს, როგორც „ბახალას“ წინაშე, აქვე მისი ოჯახის, მეგობრების, ახლობლების წინაშე. ამის მოლოდინი მაქვს.იმედია, თავის თავს მაინც მიიჩნევს პასუხისმგებლიან პოლიტიკოსად და ამას გააკეთებს“, - განაცხადა ადვოკატმა.
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებლად ომისთვის მზადყოფნა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)