|
2018-12-28 15:18:49, 546 ნახვა
რეგიონი
კურორტ „გოდერძიზე“ აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა
კურორტ „გოდერძიზე" აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, აჭარაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები გააჟღერა. აჭარის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 40 ოჯახს საცხოვრებელი ბინები უსასყიდლოდ, კერძო საკუთრებაში გადაეცემა. გონიოს ხიდის მშენებლობისა და ბათუმის ბულვარის გაგრძელების პროექტი განხორციელდება. თორნიკე რიჟვაძემ სხდომის წევრებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილება გააცნო, რომლის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკი ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას განახორციელებს, რის შემდეგაც მომზადდება სატენდერო დოკუმენტაცია და მშენებლობა დაიწყება. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მყარი ნაჩენების მართვის პროექტის დამატებითი დაფინანსების თაობაზე კონსულტაციები დაიწყო. პროექტის ფარგლებში არსებული არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვა და ბათუმსა და ქობულეთში შესაბამისი ტექნიკის შეძენა განხოციელდება. მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთის გაძლიერება მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. 2019 წელს აქცენტი მუნიციპალური პროექტების დაფინანსებაზე გაკეთდება. მომდევნო წელს მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი ჯამში 1,5 მლნ ლარით იზრდება. გარდა მუნიციპალიტეტებზე გათვალისწინებული კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერებისა, რომელიც ჯამში 60,0 მილიონ ლარს შეადგენს, სხვადასხვა პროექტი დამატებით დაახლოებით 8 მილიონი ლარით დაფინანსდება, მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. 2019 წელს მხოლოდ ხულოს მუნიციპალიტეტში გზების კეთილმოწყობისთვის დაახლოებით 9 მლნ ლარი დაიხარჯება. დასრულდება გოდერძის უღელტეხილიდან-მწვანე ტბამდე გზის რეაბილიტაცია. დაგეგმილია, ასევე, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. დაიწყება მუშაობა ბეშუმის განაშენიანებაზე, რისთვისაც 2019 წლის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარი უკვე გათვალისწინებულია. აღნიშნული პროექტი კერძო და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ახალი ტურისტული ადგილების განვითარებას შეუწყობს ხელს. მთავრობის სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის მთავრობის მიერ საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობის მიზნით, რამდენიმე კომპანიისთვის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების საკითხი წარადგინა. დღვანდელ სხდომაზე საუბარი ციტრუსის სეზონის მიმდინარეობასაც შეეხო. 25 დეკემბრის მონაცემებით, უკვე ექსპორტირებულია (სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსია, ყირგიზეთი, ლატვია, უზბეკეთი, რუსეთი) 25 000 ტონამდე სტანდარტული მანდარინი, რაც გასულ წელთან შედარებით 8000 ტონაზე მეტია. დღეისათვის სხვადასხვა საწარმოებს 8 000 ტონამდე არასტანდარტული მანდარინი აქვთ მიღებული და გადამუშავებული. მთავრობის სხდომაზე ასევე საქვეუწყებო დაწესებულებების სამინისტროებისთვის დაქვემდებარების საკითხი განიხილეს.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)