|
2018-12-27 13:56:31, 1419 ნახვა
კომენტარი
აკაკი ზოიძე: ადამიანი სოციალურ შემწეობას რომ იღებს და ნახევარს სიგარეტში უშვებს, ეს უკვე დანაშაულია
„ადამიანი სოციალურ შემწეობას რომ იღებს სახელმწიფოსგან და იმის ნახევარს უშვებს სიგარეტში, ეს უკვე დანაშაულია მისი ოჯახის და მისი შვილების წინაშე. ადამიანები ამ ნარკოტიკს უნდა შეეშვან!“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. იგი დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ სიგარეტის მომხმარებელთა დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია და ფასის გაზრდით ისინი ზარალდებიან. აკაკი ზოიძემ სიგარეტით გამოწვეულ საფრთხეებზე და მომხმარებელთა რაოდენობის შესამცირებლად განსახორციელებელ რეგულაციებზე ისაუბრა. „როდესაც ისეთი საუბარი მიდის, რომ სიგარეტი სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ადამიანს ჯერ სამსახური ვუშოვოთ და მერე დაანებებს თავს, ეს მიუღებელია. მთელ მსოფლიოში ცნობილია, რომ სიგარეტი არის ერთადერთი პროდუქტი, რომლის დანიშნულებისამებრ მოხმარება კლავს მომხმარებელს. არანაირი დადებითი თვისება სიგარეტს არ გააჩნია. ეს არის ავადმყოფობა, დამოკიდებულება, ნარკოდამოკიდებულება, რომელსაც სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი, რომ მოსახლეობა ამისგან გათავისუფლდეს. მეორე საკითხი არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. გეთანხმებით, რაც შეიძლება მეტი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი უნდა იყოს ქვეყანაში, მაგრამ მარტივ ფაქტს გეტყვით, დღეში 30 წუთი სიარული ნორმალური ტემპით, არის არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანს ჰქონდეს ძალიან ჯანმრთელი გულსისხლძართვა სისტემა და მის ჯანმრთელობას ძალიან დიდი სარგებელი მისცეს. ამას არ სჭირდება არანაირი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები, შეიძლება ეს ყველაფერი ბუნებაში გააკეთოს. 11 ათასი ადამიანი იღუპება ყოველდღიურად სიგარეტით გამოწვეული დაავადებებისგან, სიგარეტი არის მიზეზი სიღარიბისა, იმიტომ რომ ის თანხა რაც მისდის ღარიბებს ამ სიგარეტის შეძენაზე აკლდება მის ოჯახის გადაუდებელი საჭიროების მოხმარებას. თითოეულ ადამიანს კითხეთ, რომ ეწევა უნდა თუ არა ? არ უნდა, ეს არი ყველაზე კარგი ინდიკატორი იმისა, თუ რას ნიშნავს სიგარეტის მოწევა. ამიტომაც ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ დაანებოს. კონკრეტულად აქციზის ფასის მატებით, ის რომ 90 ევრო უნდა იყოს ათას ღერზე და ეს არის ჩვენი ვალდებულება, ამ ფასის მიღწევით ჩვენ გადავარჩენთ 35 ათასი ადამიანის სიცოცხლეს 15 წლით ადრე სიკვდილისაგან და 2,2 მილიარდ ლარს წმინდა ეკონომიკურ სარგებელს მივიღებთ იმითი, რომ თავიდან ავიცილებთ ჯანდაცვის დანახარჯებს, რომელიც უშუალოდ სიგარეტის მოხმარებასთან არის დაკავშირებული. ფასის თითოეული 10%-იანი მატება ჩვენნაირ ქვეყნებში, იწვევს 5%-იან შემცირებას მოხმარების“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)