2018-12-27 11:45:26, 1149 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით დამატებით რეისებს ნიშნავს
ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს.
თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) მიმართულებით რეისები შესრულდება 28, 29, 30 და 31 დეკემბერს, ხოლო თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით 29 და 30 დეკემბერს.
ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ სამგზავრო შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.
დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:
|
თბილისი-ზუგდიდი-თბილისი #878/877
|
|
გასვლა
|
ჩასვლა
|
გამოსვლა
|
ჩამოსვლა
|
|
08:50
|
14:43
|
17:05
|
22:45
|
|
თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807
|
|
გასვლა
|
ჩასვლა
|
გამოსვლა
|
ჩამოსვლა
|
|
10:30
|
15:30
|
17:10
|
22:05
|
„საქართველოს რკინიგზა“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!
|
(R)
ავტორი: ,