|
2018-12-24 17:14:54, 2036 ნახვა
სამართალი
ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საბჭომ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
იუსტიციის სამინისტროში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგთან) წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე უძღვებოდა. სხდომაზე ტრეფიკინგთან ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირების მუდმივმოქმედი ჯგუფის შემადგენლობა განახლდა. სხდომაზე დამტკიცებული 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, საბჭო 2019 წელს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის, ტრეფიკინგისაგან, დაცვის მიზნით სახელმწიფო სტრატეგიას შეიმუშავებს. გაგრძელდება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების იდენტიფიცირება და მათთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მოწესრიგება. ასეთ ბავშვებთან მომუშავე მობილური ჯგუფებისათვის შემუშავდება სახელმძღვანელო პრინციპები. სამოქმედო გეგმით მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, ასევე, ფორმალურ განათლებაში იმ ბავშვების ჩართვის ხელშეწყობას, რომლებიც სკოლაში არ ირიცხებიან და ქუჩაში ცხოვრობენ ან მუშაობენ. გარდა ამისა, გეგმის თანახმად, სხვადასხვა სასწავლებელში და მოწყვლად ჯგუფებთან ჩატარდება საგანმანათლებლო ღონისძიებები ტრეფიკინგის საკითხზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, გადამზადდებიან ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე უწყებების თანამშრომლები, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფი აიმაღლებს კვალიფიკაციას. სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე გოჩა ლორთქიფანიძემ სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლა იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტულ საკითხად რჩება. „მუდმივად ვცდილობთ, ჩვენ მიერ განხორციელებული ღონისძიებები იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი. ტრეფიკინგის თემაზე აშშ-ის 2018 წლის ანგარიშით საქართველო კვლავ ინარჩუნებს ადგილს ე.წ. პირველ კალათაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ტრეფიკინგთან ბრძოლის პოლიტიკა აკმაყოფილებს ამ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტანდარტებს და იგი შესაბამისობაშია საერთაშორისო მოთხოვნებთან. ამასთან, ანგარიშში წელს პირველად გამოიყო საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიუსაფარი ბავშვების პრობლემის აღმოფხვრის მიმართულებით. ამ კუთხით ჩვენი ქვეყნის მოდელი საუკეთესო მაგალითად დასახელდა“, − აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ. მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს დაფინანსებას ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის ხელშეწყობისთვის და მიუსაფარი ბავშვების მიმართ ყველა სახის ძალადობის, მათ შორის, ტრეფიკინგის, პრევენციის მიზნით. ამ მიზნებისთვის იუსტიციის სამინისტრომ 2018 წელს საგრანტო კონკურსის ფარგლებში 25000 ლარის ოდენობის გრანტი გასცა გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციაზე. ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას საბჭოს წევრი უწყებები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)