12:17 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-22 18:18:28, 2019 ნახვა

სამართალი
ხორავას ქუჩის საქმეზე, შსს-ში 9 არასრულწლოვანი გამოიკითხა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, შსს-ში დღეს 10-მდე არასრულწლოვანი გამოიკითხა,  რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის უშუალო თვითმხილველები არიან.

მათ შორის არ ყოფილა საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მ.კ. რომლის დაკავებას მოკლული მოზარდის დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე უკვე ერთი წელია მოითხოვს.

გამოკითხვის შემდეგ მედიასთან კომენტარი მხოლოდ ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ გააკეთა.

ადვოკატს სხვების მსგავსად, გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი, თუმცა, აღნიშნავს, რომ სამინისტრო მნიშვნელოვან თემაზე მუშაობს.

ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობენ, მე როგორც ადვოკატი და იურისტი მივესალმები, უმნიშვნელოვანეს საკითხზე მუშაობენ, დანარჩენი გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი... არ შემიძლია ვისაუბრო რაიმეზე, მაგრამ იქნებ დაადგეს საშველი ამ ყველაფერს. განაჩენით, რაც არ დადგინდა, შეიძლება დადგინდეს, შეიძლება არ დადგინდეს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, მაინც მნიშვნელოვან თემებზე მუშაობენ და მე ძალიან მომეწონა, რაც მოიფიქრა სამინისტრომ და რაზეც მუშაობენ“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ტრაგედია 2017 წლის 1 დეკემბერს მოხდა, რა დროსაც ორი მოზარდი დაჭრეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს კლინიკაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics