10:04 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 17:11:19, 1452 ნახვა

სამართალი
გახარია: მ.კ.-ს ნაწილში მუშაობას ვაგრძელებთ, არ გვაქვს საკმარისი საფუძველი, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ

„მიხეილ კალანდიას ნაწილში ვაგრძელებთ მუშაობას და დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ აქ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააცხადა, პარლამენტში, სადაც დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

მისი თქმით, შსს მკაფიო პოზიციაა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში, რომ სამოხელეო ნაწილში გამოძიება უნდა დაიწყოს.

„რეალურად ის რეკომენდაციები, რომელიც იყო საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად, ჩვენთვის გამოცემული, რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ეს ყველაფერი და აქ გვაქვს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, ერთი ეს არის სამოხელეო ნაწილი და მე გითხარით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს აბსოლუტურად მკაფიო პოზიცია, ჩვენ ვთვლით, რომ სამოხელეო ნაწილში გამოძიება უნდა დაიწყოს და ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც მივლენ და ამ გამოძიებას ჩვენებას მისცემენ. რაც შეეხება, მიხეილ კალანდიას ნაწილს, ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას და დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ აქ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, თუმცა კიდევ ერთხელ, ვიმეორებ ჩვენ აქ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics