12:23 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 16:54:29, 1618 ნახვა

კომენტარი
გახარია: არჩევნებთან დაკავშირებით დევნა დაწყებულია 26 პირზე - სამწუხაროდ მათი დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენელია

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა 26 პირზეა დაწყებული.

როგორც გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მან იცის რომ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე გარკვეული ტიპის განხილვები იქნება. 

„ჩვენც კარგად გვესმის საერთაშორისო დონეზე როდის, სად, რა განხილვები დაიწყება ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით. გარწმუნებთ, რომ ამ პერიოდამდე, ყველა ის მასალა და ყველა ის საქმე, რომლის დასრულებაც შესაძლებელი იქნება, დასრულდება. მესმის ყველაფერი, როდესაც ვსაუბრობთ საარჩევნო პროცესში ინციდენტების შესახებ, თუმცა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების კომპეტენცია. სრულად ვაგებ პასუხს იმ ნაწილზე, რომელიც შს სამინისტროს კომპეტენციას შეეხება. ძალადობრივი დანაშაულებები და ქმედებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო პერიოდში, ყველა შემთხვევაზე შს სამინისტროს მიერ დაწყებული იყო გამოძიება, მათ შორის ახალქალაქის შემთხვევაზეც. სისხლის სამართლებრივი დევნა არის დაწყებული 26 პირზე. სამწუხაროდ, დიდი ნაწილი ამ ხალხის არის მმართველი პარტიის წარმომადგენელი“, - განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics