00:35 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-20 18:39:18, 1643 ნახვა

კომენტარი
პავლიაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურა აფილირებული არ იყოს პოლიტიკურ გაერთიანებასთან

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ცესკო-ს თავმჯდომარის საკითხთან დაკავშირებით ხვდება.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორმა ირმმა პავლიაშვილმა შეხვედრის დაწყებადე განაცხადა, ორგანიზაციას წარსადგენათ კანდიდატურა არ ჰყავთ. 

​„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დასახელებული კანდიდატურა იყოს პრინციპული და აფილირებული არ იყოს ამა თუ იმ პოლიტიკურ გაერთიანებასთან, ვინაიდან როდესაც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე არის საუბარი, ის სწორედ პროფესიული ნიშნით უნდა ირჩეოდეს, შესაბამისად, ჩვენ ჩვენს მოსაზრებებს წარვადგენთ ამ მოცემულობიდან გამომდინარე. რაც შეეხება უშუალოდ თამარ ჟვანიას კანდიდატურას, ამ პროცესის შეფასების კუთხით თუ შევხედავთ, წინა მოწვევის შემთხვევაში იყო წარმატებული ნაბიჯებიც, გარკვეული გამოწვევებიც, ამიტომ ერთიანობაში უნდა დავინახოთ, თუ რომელი კანდიდატურის წარდგენა იქნება და შესაბამისად, ვიმსჯელებთ ერთიანობაში“, - განაცხადა ირმა პავლიაშვილმა. 

ცნობისთვის, 21 დეკემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი უნდა წარადგინოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics