09:12 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-20 13:27:19, 1054 ნახვა

საზოგადოება
ზემო მეტალურგიულის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

ქვემო სამგორში, ზემო მეტალურგიულის ქუჩაზე, გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. 5 400 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, 500 კვ.მ-ზე  კი, ტროტუარი მოეწყო.

სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდა ბორდიურიც. პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 260 000 ლარი დაიხარჯა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, რეაბილიტაცია საკომუნიკაციო ჭებს ჩაუტარდა. გასულ წელს კი, წყალმომარაგების სისტემა სრულად გამოიცვალა.

ზემო მეტალურგიულის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები ათეულობით წლის განმავლობაში არ შესრულებულა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „არსაკიძე 2000“-მა აწარმოა. დასრულებულ პროექტს სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი გაეცნო. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics