00:33 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-20 12:55:39, 1464 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - ხელფასი წოდების მიხედვით 7 526 სამხედროს გაეზრდება, 1 634 სამხედრო კი, ბინით დაკმაყოფილდება

„2019-2020 წლებში ხელფასი წოდების მიხედვით 7526 სამხედროს გაეზრდება და 1 634 ქართველი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯარისთვის სოციალური პროექტების განხორციელებას მეტი რესურსი უნდა დაეთმოს.

„გვინდა მეტი დრო და რესურსი დავუთმოთ სოციალურ საკითხებს ჩვენი ჯარისკაცებისთვის. მიმდინარე წელს, უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჯანდაცვის ნაწილი - ქუთაისში გავხსენით ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო ცენტრი ჩვენი სამხედროებისთვის. მომავალ წელს, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, საქართველოში გაიხსნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამედიცინო ცენტრი. მომავალ წელს, ამავე დროს განსაკუთრებული აქცენტი გვსურს გავაკეთოთ სხვა სოციალურ პროექტებზე. 2019-2020 წლებში ხელფასები, წოდების მიხედვით, 7526 სამხედროს გაეზრდება და 1  634 ქართველი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინით“, - განაცხადა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics