06:41 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-20 12:01:03, 1363 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს და ვიყოთ ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი

„ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს, ვიყოთ ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი და მონაწილე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, 2018 წელი განსაკუთრებული იყო.

„განახლებული მთავრობის პროგრამაში, რომელიც 5 პრინციპს ეყრდნობა, სწორედ ეს გახლავთ პირველი - ჩვენ შევძლოთ და ღირსეულად მივიყვანოთ ბოლომდე ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი და საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს, ვიყოთ ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი და მონაწილე. ამ თვალსაზრისით 2018 წელი იყო განსაკუთრებული და ძალიან წარმატებული.

ამ თვალსაზრისით, აუცილებლად მინდა ვახსენო ჩვენი ისტორიული რეფორმა. ჩვენ გადავედით ახალ კონსტიტუციაზე, რომლის მიხედვითაც საქართველო ჩამოყალიბდა ევროპულ საპარლამენტო დემოკრატიად.  ვფიქრობ, სწორედ საპარლამენტო რესპუბლიკა გახლავთ საუკეთესო მოდელი იმისა, რომ საქართველო იყოს წარმატებული, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

ამავე დროს, 2018 წელს, საქართველოს ყავს პირველი ქალი პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის ინსტიტუტი კიდევ უფრო დაგვეხმარება ჩვენი მიზნების მიღწევაში“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics