|
2018-12-18 19:59:28, 2097 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია - საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის საელჩოების მუშაობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო და მოხსენება გააკეთა საქართველოს ელჩების კონფერენციაზე, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით საქართველოს პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პანელში, რომლის დროსაც განხილული იყო მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა, მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები. პანელის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმატებულ და ეფექტიან საქმიანობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. „ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური ვალუტის მოზიდვა ქვეყანაში, რაც სამი გზით ხდება - გვჭირდება მეტი ტურისტი, რომლებიც ჩამოვლენ და დახარჯავენ ვალუტას; გვჭირდება მეტი უცხოური ინვესტიცია და ქართული ბიზნესებისთვის მეტი საექსპორტო ბაზრების გახსნა. სამივე მიმართულებით ჩვენი ელჩები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ჩვენი საელჩოების ეფექტურ მუშაობაზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს ზოგიერთ საელჩოში შეიქმნება ეკონომიკური დესპანის ახალი პოზიცია, რომელსაც ექნება მაღალი ლეგიტიმაცია და უკეთ იქნება ინტეგრირებული ჩვენს საელჩოებთან. „ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს ისეთი დიდი რესურსი, როგორიც ზოგიერთ სხვა ქვეყანას, რომ პარალელურად თან საელჩოები გვქონდეს, თანაც შევინახოთ ატაშეების დიდი ინსტიტუტი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უფრო ეფექტური იქნებოდა, მისი ინტეგრირება საელჩოს სტრუქტურაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ეკონომიკურ დესპანად საელჩოში დასაქმებული პერსონალი დაინიშნება, ზოგ შემთხვევაში კი - ახალი კადრი," - განაცხადა გიორგი ქობულიამ. მისი თქმით, კომერციული დესპანები საგარეო საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარებიან, თუმცა ისინი მჭიდროდ ითანამშრომლებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. საქართველოს ელჩების კონფერენცია 21 დეკემბერს დაესრულდება.
(NS)
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)