09:09 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-18 14:34:24, 3464 ნახვა

სამართალი
ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლომ ყველა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით: 

კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს, ზაზა ბაქრაძეს სასჯელის სახით პირობითი მსჯავრი 4 წლის და 6 თვის წლის ვადით განესაზღვრა, ასევე ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

გურამ დონაძეს 5 წლით და 3 თვით ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, და მას  2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

დავით იაშვილს 5 წლით 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვით აეკრძალა.

ზურა მიქაძეს 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამიესაჯა და თანამდებობას 2 წლით და 3 თვით ვერ დაიკავებს.

ირაკლი ფირცხალავას 5 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა, და 2.3 წლით თანამდებობას ვერ დაიკავებს. 

გურამ დონაძე, დავით იაშვილი და ზურაბ მიქაძე დარბაზშივე დააკავეს სასამართლოს მანდატურებმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics